logo
ENG



სეიმი განიხილავს, რომ ლატვიაში საქართველოს ეწოდოს "საქართველო" და არა "გრუზია"

20 თებ 202423:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/20/wzg6k598iubm32g.jpg

ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომისიაზე დეპუტატები სამინისტროსა და სახელმწიფო ენის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ, რომ ლატვიურ ენაზე საქართველო აღარ იყოს "გრუზია" და ის ქართული სახელწოდებით - "საქართველო" შეცვალონ.

ინფორმაციას გამოცემა ეხო კავკაზა ლატვიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ამის განხილვა სხდომაზე ხვალ, 21 თებერვალს მოხდება.

მანამდე ლატვიამ განაცხადა, რომ საქართველოს სახელის გადარქმევისა და ალტერნატიული სახელის გამოყენების საკითხს არ განიხილავდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვამ სახელწოდება "გრუზია" რამდენიმე წლის წინ შეცვალა. ლიეტუვის გარდა, ისრაელმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამაც თქვეს უარი "გრუზიას" გამოყენებაზე. მათი უმეტესობა იყენებს ქვეყნის ლათინურ სახელწოდებას "ჯორჯია".

ლიეტუვა - ერთადერთი ქვეყანაა, [ევროკავშირისა და NATO-ს წევრი], რომელიც ქვეყანას 2021 წლიდან ისტორიულ სახელს "საქართველოს" უწოდებს.

ამ საკითხზე კანონპროექტი უკრაინის რადაშიც არის დარეგისტრირებული. კანონპროექტი რადაში 2023 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დარეგისტრირდა.


close დახურვა